“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება”
წერს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი Facebook-ზე. ცნობისთვის, მისი მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, რომელზეც სააკაშვილს დასწრება სურს. ჯერჯერობით უცნობია, გადაიყვანს თუ არა საკუთარ პროცესზე პენიტენციური სამსახური.