შემძრა სურათმა, რაც არის ოპოზიციურ სპექტრში – კობახიძე ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატებზე

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის და პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოცნების მაჟორიტარები თბილისის რვავე ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვებენ, რადგან ოპოზიციაში “მძიმე სურათია”.

“მე მგონია, რომ ჩვენმა რვავე მაჟორიტარმა პირველივე ტურში უნდა მოიგოს არჩევნები, გამომდინარე იმ მძიმე სურათიდან რაც არის. შემძრა იმ სურათმა, რაც არის ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, წარმოუდგენელი სახელები და გვარებია, გინდა კვალიფიკაცია ავიღოთ და გინდა სხვაგვარი ელემენტები მათი რეპუტაციის.”

კითხვაზე, რას ფიქრობს ისნის მაჟორიტარობის კანდიდატზე, გიორგი ვაშაძეზე, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს, კობახიძე აცხადებს, რომ უსინდისობის ნაწილში მას მხოლოდ გიგა ბოკერია შეედრება.

“თუ ვინმე შეიძლება უსინდისობის ნაწილში ერთმანეთს შევადარო ბოკერია და ვაშაძე შეიძლება ერთად დავაყენო. ძალიან მძიმეა ეს ადამიანი სინდისის მიმართ თავისი დამოკიდებულებით”, — თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, ოპოზიცია თბილისის 8 ოლქში საერთო კანდიდატებს დააყენებს, ხოლო იმავეს მოახერხებს თუ არა რეგიონებში, ჯერჯერობით უცნობია.