გარემოს ეროვნული სააგენტო 25-28 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს: 27 დეკემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შენარჩუნდება ცივი და თოვლიანი ამინდი. 27-28 დეკემბერს ნალექის ინტენსივობა იკლებს, თუმცა 28 დეკემბერს მაღალმთაში ზოგან კვლავ ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დედაქალაქში – თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს. 28 დეკემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 28 დეკემბერს იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით მოთოვს. 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29 დეკემბრამდე ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. 28 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29 დეკემბრამდე ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. 28 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 29 დეკემბრამდე ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 29 დეკემბრამდე ზოგან მოთოვს. 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.