შენგელია მთავრობას: სასაფლაოზე მისვლაც ამიკრძალეთ, თქვე კრიმინალებო

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია სასაფლაოზე გასვლის აკრძალვას ეხმიანება და მას ცინიზმად აფასებს.

მისი თქმით, ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დედამისის სასაფლაოზე უწევს სიარული და ესაც აუკრძალეს.

“პანდემიის სახელით ძალიან ბევრი უაზრო რეგულაცია გვინახავს, მათ შორის ცოლ-ქმარს რომ უკრძალავდნენ ერთ მანქანაში სხდომას. სასაფლაოზე გასვლის აკრძალვა ამ ხელისუფლებისთვისაც გამორჩეულია ცინიზმით, იდიოტიზმით, ძალის დემონტრირების დაუოკებელი წყურვილით და ადამიანების აბუჩად აგდების მანიაკალური სურვილით.

საქართველოს მთავრობავ, თქვენზე უზნეო ადამიანების ერთობა ძნელად თუ მოიძებნება და ალბათ ისტორია შეგირჩევთ შესაფერის სახელს, მაგრამ მართლა სად გაიზარდეთ? ჩვენ მონები რომ ვართ, ფაქტია. ალბათ თქვენც დაგიმსახურეთ, რადგან ამდენი ხანია ამ დამცირებას ვიტანთ, მაგრამ ცოტა მაინც არ გრცხვენიათ?

თქვენი დამსახურებაა სასაფლაოზე რომ მიწევს სიარული, თქვე კრიმინალებო, თქვე უსინდისოებო და ახლა იქაც ამიკრძალეთ მისვლა. გულიც აღარ მერევა, უბრალოდ ვერ გამოვხატავ ემოციას. არ ვიცი უნდა შემეცოდოთ თუ უნდა მეზიზღებოდეთ. ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი რესურსის დახარჯვაც რომ დამჭირდეს, თვალსაც არ დავახამხამებ, ოღონდ თქვენ დარჩეთ კოშმარულს სიზმრად ყველა თაობისთვის, თქვენი გახარიებით, ჯალათებით, ზიზღებით, ტყუილებით, თქვე ბოროტი თესლისგან შობილო არსებებო! ტფუი”,– წერს ბაჩანა შენგელია.