შენი მასით ვერ შემაშინებ! ამათთან, როგორ გადახვედი – ასე მიმართა მმართველი გუნდის, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როდესაც ერთმანეთში საუბარი გქონდათ, რომ ამდენი გულწრფელად განაწყენებული ადამიანების დიდი ნაწილი სახლში არ გაგეშვათ. ზოგი დაუმორჩილებლობაზე საუბრობდით,“ – განაცხადა ყაველაშვილმა.