ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი, პოლიტიკოსს სალომე სამადაშვილს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდა. ცოტახნის წინ ჩერგოლეიშვილმა დაწერა რომ სამადაშვილი ის ადმაიანია, ვინც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ხოლო კერძო საუბრებში (მეგობრებთან და ახლობლებთან), საპირისპიროს ამტკიცებდა და ყვებოდა. ჩერგოლეიშვილის სტატუსს, კომენტარებში თავად სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა რომ თავდაპირველად სტატუსი ელისო კილაძის ეგონა.
“სალომე სამადაშვილი ის ადამიანია, რომელიც სააკაშვილის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ნაცმოძრაობის ამომრჩეველს – ამტკიცებდა რომ მიშამ “პოლის ჯოხი” რომ დააყენოს, ხმებს ისიც მიიღებს, რომ სააკაშვილის ხსენებამდე, ყველამ პირი გამოირეცხოს…. კერძო საუბრებში, მეგობრებთან – ამის საპირისპიროს ამტკიცებდა, ყვებოდა როგორი დემონიზებულია მიშა დასავლეთში, როგორ არ გამოვა არაფერი სააკაშვილთან ერთად.
შეგახსენებთ, “ნაციონალურ მოძრაობასა” და სალომე სამადაშვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალომე სამადაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, ფაქტს მისი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის”.
მოგვიანებით სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას პარტიის სახელით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ მას შემდეგ მიიღებს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.
დღეს, 12 მაისს, სალომე სამადაშვილმა ნიკა მელიასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ოფიციალურად განაცხადა რომ ის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აღარ წარმოადგენს და პარტია დატოვა.