“უცნაური კითხვაა, შერიგება რაზე გადის. ალბათ, გადის იმაზე, რომ საჯაროდ ტყუილის ლაპარაკი “ტეხავდეს”. საჯაროდ რომ ლაპარაკობ და ღიად რომ ტყუილია და დაგიდასტურდება, რომ ეგ ტყუილია, “ტეხავდეს” და არ იყოს პოლიტიკაში “მოსული”. ეს “მოსულია”, საქმე ამაშია და შეიძლება, პოლიტიკური ცხოვრება ამის შემდეგ გაგრძელდეს და არაფერი არ ხდებოდეს. ამდენი სიცრუეა ირგვლივ და ხელოვნურად არის აგებული, აცდენილია რეალობას, საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ასეთი რაღაცები ხდება.
ამის განმუხტვას ვხედავ ლაპარაკის დაწყებაში. შეიძლება ჩვენ გვქონდეს განსხვავებული აზრი ფიზიკურად, მაგრამ მინიმუმ ის მაინც ვიცოდეთ, რომ ერთმანეთს არ ვატყუებთ. ლაპარაკი გვჭირდება იმისთვის, რომ გავიაზროთ, წარსულში როგორ ვცხოვრობდით, რა შეცდომები დავუშვით და აწმყოში რა შეცდომებს ვუშვებთ”
თქვა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.