“სპეკულაციებზე, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების ფუნქცია. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური კომენტარები, ბუნებრივია, ვერ გაკეთდება. შესაბამის ზომებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები”, 

აცხადებს, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.