შესანიშნავი კადრი ჰყავს სახელმწიფოს – გია ვოლსკი გიორგი გახარიაზე

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკური სპეკულაციაა, რომლის უკან დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან.

მისი თქმით, გიორგი გახარიას სახით სახელმწიფოს შესანიშნავი კადრი ჰყავს.

“საარჩევნო პერიოდი როგორც კი დგება და მნიშვნელოვანი პროცესები ხდება ქვეყანაში, რასაკვირველია, იწყება საუბარი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, დაბალ, შუა და ახლა უკვე მაღალ რგოლებსაც გადაწვდნენ. მე ვფიქრობ, შეიძლება რაღაც ცვლილებები მოხდეს. მაგალითად, ელჩები დაინიშნა ახალი, უნდა ვიფიქროთ საკადრო ცვლილებებზე შერიგების საკითხთა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე. პრემიერ- მინისტრის პოსტთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ასეთი სკანდალური ფორმით მიწოდებული ინფორმაცია, სრულად არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომლის უკანაც დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან. ჩემი აზრით, გიორგი გახარია საკმაოდ წარმატებული პრემიერ- მინისტრია, თავდადებული თავისი ქვეყნისთვის და საკმაოდ კომპეტენტური ყველა მიმართულებით, ასე რომ, შესანიშნავი კადრი ჰყავს სახელმწიფოს,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.