ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დაწყებამდე განთავსებულ ტვიტს ირონიულად პასუხობს.
ღარიბაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შესანიშნავია.
“ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში იწყება. შევხვდებით ბელგიის, ევროკავშირისა და NATO-ს უმაღლეს წარმომადგენლებს. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნამდვილად შესანიშნავია, რადგან ჩვენ პროგრესის მიღწევას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ვაგრძელებთ. ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირისა და NATO-ს წევრი გავხდეთ,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
“შესანიშნავი პროგრესი” არ იქნება პირველი რამ, რაც ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს პირველი მოუვათ აზრად”,– უპასუხა მას ილვესმა.
? "Remarkable progress" would not be the first thing that comes to mind among NATO and EU member states. https://t.co/qDc5E4SbXy
— toomas hendrik ilves (@IlvesToomas) March 15, 2021