თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმი იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, რაიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, 22 მაისიდან 4 ივნისამდე კი ერთი ინკუბაციის პერიოდი გავლილია.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არის ძალიან მძიმე შეზღუდვები დაწესებული. ბოლო ინფიცირების შემთხვევა გვქონდა 22 მაისს და 22 მაისისდან 4 ივნისამდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია. მიუხედავად იმისა, რომ რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და არ გვაქვს ინფიცირების შემთხვევა. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი და გავხსნათ თეთრიწყაროს რაიონი. ამავე დროს, რაიონში მცხოვრებლებს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალური სიფრთხილე დაიცვან და ვიყოთ ძალიან ფხიზლად“, – განაცხადა გახარიამ.