შესაძლებელია, გამოვიყენოთ საველე ჰოსპიტალი და კოვიდსასტუმროები – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ შესაძლოა კვლავ დაჭირდეთ საველე ჰოსპიტალების გამოყენება.

“შესაძლებელია დაგვჭრიდეს, რომ კვლავ გავაფართოვოთ ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა, მათ შორის, გამოვიყენოთ საველე ჰოსპიტალი და კოვიდსასტუმროები”,– განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 5206 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 53 ადამიანი.