შესაძლებელია, უკრაინელებმა ბუჩასა და ირპენში რუსები ალყაში მოაქციონ – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინა აძლიერებს ზეწოლას რუსეთის ძალებზე კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

“რუსული ძალები ამ ღერძის გასწვრივ უკვე არიან მომარაგებისა და მორალური პრობლემების წინაშე.

უკრაინული ძალები წარმატებით ახორციელებენ კონტრშეტევებს რუსეთის პოზიციებზე დედაქალაქის გარეუბანში მდებარე ქალაქებში და სავარაუდოდ დაიბრუნეს მაკარივი და მოსჩუნი.

სავარაუდოა, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევები კიევის მიმართულებით რუსული ძალების ხელახალი შეტევისა და რეორგანიზაციის შესაძლებლობას ხელს შეუშლის.

არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ უკრაინულმა ძალებმა ახლა შეძლონ ბუჩასა და ირპენში რუსული შენაერთების ალყაში მოქცევა”,– აცხადებს დაზვერვა.