“დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 63 შემთხვევა. ჩვენ უკვე ვანგარიშობთ ყოველკვირეულ PCR დადებითებში რა პროცენტი აქვს ომიკრონს და დაახლოებით 1.1%-ის ფარგლებში მერყეობს, ცოტა ოდნავ მეტი, ეს პროცენტი ყოველდღიურად შეიცვლება. ომიკრონის გაორმაგების პერიოდი ძალიან მოკლეა და სწრაფად ვრცელდება. ვპროგნოზირებთ, რომ 2-3 კვირის ფარგლებში ის ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელია გახდეს დომინანტი. ამ 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია და თითქმის ყველას კონტაქტების ეპიდკვლევა მიმდინარეობს, მძიმე არცერთი არ გახლავთ, უმრავლესობა აცრილია. 6 ჰქონდა რეინფიცირება და 18 წლამდე იყო 5 მოზარდი და ბავშვი. სტაციონარში არის მხოლოდ 3 ადამიანი გამოკვლევებისთვის, რადგან თანხმლები დაავადებები აქვთ”

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.