ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილს განიხილავს. ის 2018 წლიდან გაეროში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია. პოლოლიკაშვილი ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ფორმულას ცნობით, პოლოლიკაშვილმა შეთავაზება ქართული ოცნებიდან უკვე მიიღო, თუმცა ჯერ არ დათანხმებია.
მათივე ინფორმაციით, მოქმედი მერი კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება და ის სავარაუდოდ პარტიას დატოვებს.