“ქართული ოცნების” რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და ერთმანეთში აქვს უკრაინელ ხალხს რამე გასარკვევი, არადა ყველამ კარგად ვიცით, მთავარი აგრესორი არის რუსეთი, მთავარი ოკუპანტი არის რუსეთი! შესაბამისად, რეზოლუციის მიღება, უკრაინის მხარდამჭერი, ისე, რომ რუსეთი არ ახსენო, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს”
ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი უკრიანის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, რომელშიც ქართულმა ოცნებამ რუსეთი არ ახსენა. პარტია დროამ რეზოლუციის ალტერნატიული ვერსია წარადგინა.