უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ქართული ოცნება დატოვოს.
მისი თქმით, თუ მმართველი გუნდიდან წავა, სხვა პარტიას არ შეუერთდება.
„ნამდვილად სხვადასხვა პარტიებში გადახტომებს არ ვაპირებ, ეს გუნდი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ საიმისოდ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს მივყვე. ამ ცხოვრებაში არაფერი არ შეიძლება გამოირიცხოს, მაგრამ თუ გავალ პარტიიდან, არსად არ წავალ, არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ შევუერთდები, მაგრამ ამაზე ჯერ არ მიფიქრია.
გავალ თუ ვნახავ, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყო, რასაც მე არსებითად არ ვეთანხმები. ყველა გადაწყვეტილებას არ შეიძლება რომ დაეთანხმო, მაგრამ განხილვებში უნდა იღებდე მონაწილეობას, თუ ვნახავ, რომ განხილვებში არ ვიღებ მონაწილეობას და უბრალოდ ვიღაცას სურს, რომ უკვე მომზადებულ განცხადებას ან გადაწყვეტილებას დავუწკაპუნო და მხარი დავუჭირო, ასეთ რაღაცას მე არ გავაკეთებ, არც არასდროს გამიკეთებია და არც ახლა ვაკეთებ,- განაცხადა კახიშვილმა”,– თქვა კახიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.