საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას ეხმიანება და ამბობს, რომ მთავრობა უარყოფს ევროკავშირის რეკომენდაცებს.
მისი თქმით, შესაძლოა, მთავრობა ნაკლებად ერთგულია ევროპული მომავლის.
“დამაბნეველია, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ამტკიცებს, რომ სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა აგრძელებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისებისა და რეკომენდაციების უარყოფას. შესაძლოა, მთავრობა იმაზე ნაკლებად ერთგულია საქართველოს ევროპული მომავლის, ვიდრე ამას ამტკიცებს”,– წერს კორტნი Twitter-ზე.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას მწვავე კრიტიკა მოჰყვა აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის ელჩისგან. აშშ-ის საელჩოს შეფასებით, ეს პროცესი წარმოაჩენს, რომ არ სურთ რეფორმების განხორციელება, დანიშნები კი არც კონკურენტული ყოფილა და არც გამჭვირვალე.
კარლ ჰარცელის აზრით, დანიშნები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს.