შესაძლოა, ოკუპანტები კარლოვკას წყალაცავის კაშხლის აფეთქებას გეგმავენ – უკრაინა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი უკრაინელებს აფრთხილებს, რომ ოკუპანტებმა, შესაძლოა, დონეცკის ოლქში სოფელ კარლოვკას წყალსაცავის კაშხალზე პროვოკაციულ აფეთქებებს გეგმავდეს.

“რამდენიმე პრორუსული ტელეგრამ არხი, რომელიც აშუქებს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, იტყობინება, რომ “სოფელ კარლივკაში (ORDO) ნაციონალისტურმა ბატალიონებმა დანაღმეს კარლივკას წყალსაცავის კაშხალი.”

ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ “კაშხლის აფეთქების შემთხვევაში დატბორვის ზონაში 6 დასახლება და 10 ათასზე მეტი ადამიანი მოყვება”,– აცხადებს უწყება.

მათივე განმარტებით, ასეთი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება იყოს ოკუპანტების ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ოპერაცია, მაგრამ “უკრაინის წინააღმდეგ მტრის ომის ხასიათიდან გამომდინარე, ასეთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა სრულიად გამორიცხული არ არის”.