„თუ ჩვენ ვერ ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, ვერ გავზრდით სერიოზულად, ვერ გავზრდით აცრების მოცვის მაჩვენებელს, „ომიკრონი“ გვერდს არ აგვივლის და იძულებული ვიქნებით… პროგნოზი ასეთია, რომ “ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს შესაძლოა სწორედ იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს, მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება, მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის.

მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე, შემდეგ გამოვედი და ვთქვი ამის შესახებ. თუ ჩვენ პირბადის ტარების მაჩვენებელს ვერ გავზრდით, ვერ გავზრდით აცრის მოცვის მაჩვენებელს, რომელიც ოდნავ იზრდება, დღეში თუ “ომიკრონის“ 10, 15, 20 ათასი შემთხვევა გვექნება, სხვა რა გამოსავალი იქნება? სავსებით შესაძლებელია. იანგარიშეთ, ნოემბრის პიკზე 6 ათასი გვქონდა, აბა, გადაამრავლეთ 3-ჯერ და 4-ჯერ.

საბედნიეროდ, “ომიკრონი“ “დელტასავით“ ვერაგი არ არის, მაღალი სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია არ აქვს. წარმოიდგინეთ, დღეში 20-25 ათასი ახალი ინფიცირებული საქართველოსთვის, ჯანდაცვის სისტემისთვის რა იქნება.

თხოვეთ ყველას, ვატაროთ პირბადე ყველაგან, მოვერიდოთ დიდ ქეიფებს, თუ შესაძლებელია. ეს ახალი წელი აღვნიშნოთ, როგორც არის ოჯახში 5-8-10 კაცმა, დიდმა ოჯახმა ერთად. რა მოხდა, რომ კიდევ ერთი ახალი წელი გადავიაროთ ასე, რადგან ეს დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან“

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსის ეთერში.