შესაძლოა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა.
მისი თქმით, პატრიარქთან მის მდივან-რეფერანტთან, შორენა თეთრუაშვილს შეხება არ ჰქონია.
ექიმის თქმით, შორენა თეთრუაშვილის PCR ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ის მეუფე ანტონის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი 4 იანვარს დაუდასტურდა.