დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, შესაძლოა რუსეთმა არსებული მოდელი დაარღვიოს და უკრაინას მოსახლეობის დემორალიზებისთვის ახალი წლის დღეებშიც შეუტიოს.
“29 დეკემბერს რუსულმა ძალებმა დაიწყეს შორ დისტანციაზე შეტევების მორიგი ტალღა მთელი უკრაინის მასშტაბით, სამიზნე, პირველ რიგში, ელექტროგამანაწილებელი ქსელი იყო. ოქტომბრიდან მოყოლებული რუსეთი ჩვეულებისამებრ იწყებს დარტყმების ინტენსიურ ტალღას ყოველ 7-10 დღეში ერთხელ. რუსეთი თითქმის სრულად მიჰყვება ამ მიდგომას უკრაინის საჰაერო თავდაცვითი ძალების დასაძლევად, თუმცა არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა დაარღვიოს არსებული მოდელი და კვლავ შეუტიოს უახლოეს დღეებში, რათა შეარყიოს უკრაინის მოსახლეობის მორალური მდგომარეობა ახალი წლის დღესასწაულის პერიოდში”- ნათქვამია დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.