“ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ უამრავი რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველი გვყავს.
იქიდან გამომდინარე, რომ პუტინის მობილიზაცია მათაც ეხებათ, შესაძლოა მივიღოთ ვითარება, როცა საქართველოს მოქალაქეები ჩართულები აღმოჩნდებია რუსეთის მხარეს ომში. შესაძლოა მალე  ე.წ. “ქართული ბატალიონებიც” ვიხილოთ.
კარგი, არაფრის გაკეთება არ გინდათ და ამ ქაოსს გვაყურებინებთ, რომელსაც ვითომ აკონტროლებთ…
ის მაინც გააკეთეთ, რომ მათ მოუწოდოთ, რომ არ ჩაერთონ ომში, დაბრუნდნენ საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუუქმდებათ საქართველოს მოქალაქეობა…”

ამის შესახებ, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.