” შესაძლოა, შერკინება და მოლი გაუქმდეს” – კორონავირუსის პანდემიის გამო “მსოფლიო რაგბი” წესებში ცვლილებებს გეგმავს. წესების ცვლილება გულისხმობს შერკინებისა და მოლის გაუქმებას. ცვლილება კი პირისპირ კონტაქტის მაქსიმალურად შემცირების მოტივით არის განპირობებული. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “Georgian Rugby Supporters “ბორჯღალოსნები” აქვეყნებენ.
რაგგბის ამგვარ ცვლილებებს საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.
“მსოფლიო რაგბი” წესებში ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, შერკინება და მოლი გაუქმდეს. აღნიშნული იდეა პირისპირ კონტაქტის მაქსიმალურად შემცირების მოტივით არის განპირობებული.
მიზეზად COVID19 სახელდება. ეს იდეა დროებითი იქნება მოქმედი თუ სამომავლოდაც განიხილება უცნობია. თქვენ რას ფიქრობთ რაგბი შერკინებისა და მოლის გარეშე ?”- წერია Georgian Rugby Supporters – ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.