შესაძლოა, ცალკეულ ოლქებში ოპოზიციას ჰყავდეს არა ერთი კანდიდატი, არამედ რამდენიმე – მელია

ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ შესაძლებელია ოპოზიციას ზოგიერ საარჩევნო ოლქში არა 1, არამედ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდეს. მისი თქმით, ეს შეიძლება ოპოზიციის ინტერესი იყოს.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთობა მაქსიმალურად ყველა საკითხის გარშემო შედგეს. აქტიურად ვართ ჩართულები ამ პროცესში. საერთო მაჟორიტარულ ოლქებშიც ჩვენი როლი მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური.

თუმცა, ბუნებრივია, შესაძლებელია, ცალკეულ ოლქებში საერთო შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი ინტერესი იყოს, რომ ოპოზიციას ყავდეს არა ერთი კანდიდატი, არამედ რამდენიმე, რომ ამით გონივრულად დავუპირისპირდეთ ოლიგარქს. არის ოლქები, სადაც ცალსახად საერთო კანდიდატი უნდა იყოს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე, სხვა პარტიებთან კონსულტაციების შედეგად”, – განაცხადა მელიამ.

პირველ ტურში ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატებზე შეთანახმება მნიშვნელოვნად მიაჩნია “ახალ საქართველოს” და “ევროპული საქართველოსაც.