შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მათ თავდამსხმელის მოთხოვნა შეასრულეს, თუმცა არავითარი თანხა “არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად”.
“ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და, რა თქმა ხელისუფლებისთვის უმნიშნველოვანესია ადამიანის სიცოცხლე, არავითარი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება 10 მლნ 100 მლნ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
დასამალი არ არის, კი ბატონო, ჰო, შესრულდა [ მოთხოვნა], რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წაიღო. თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა, იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი”,- ამბობს შს მინისტრი.
მისივე თქმით, დავალება ჰქონდათ, არავინ დაშავებულიყო.
“ეს იყო პირველი ამოცანა, რაც დავისახეთ, მაქსიმალური დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო”,- თქვა მინისტრმა.