თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ავრცელებს.
“ბავშვმა დამირეკა, სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდაო. 41-ე სკოლაში შეტყობინება შევიდა ბომბის შესახებ. მშვიდობაა ქვეყანაში”, – წერს მარი კორკოტაძე.
ამასთანავე ვრცელდება ცნობები, რომ ევაკუაცია ყაზბეგის ქუჩაზე, ევროპულ სკოლაშიც გამოცხადდა.
სკოლებთან ამ დროისათვის სამართალდამცველები არიან მობილიზებული, თავად დირექციები კი ამ ეტაპზე განმარტებებს არ აკეთებენ.