”ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა დადგება სწორ მხარეს და არ გაიმეორებენ იგივე შეცდომებს, რაც უკვე დაუშვეს მაშინ, როდესაც საქართველოს დასავლეთმა მოსთხოვა, შეერთებოდა სანქციებს და ეს ასე არ მოხდა. იმედი მაქვს, უფრო მეტ მხარდაჭერას გამოუცხადებენ უკრაინას. დასავლეთი არ ითხოვს მეორე ფრონტის გახსნას, ეს იქნება არასწორი მოთხოვნა. ისტორია აუცილებლად დაიმახსოვრებს, რომელ მხარეს დადგება საქართველო, უკრაინელებსაც ემახსოვრებათ.
საბოლოო ჯამში, უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში. ეს შეიძლება, ხვალ არ მოხდეს, მაგრამ საბოლოოდ ამ შედეგს მივიღებთ და აუცილებელია, ერთად ვიდგეთ ამ პროცესში. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ გამოიჩინოს სოლიდარობა, შეუერთდეს სანქციებს, გამოიჩინოს სამხედრო მხარდაჭერაც და ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა, რომელიც წვლილს შეიტანს რუსეთის იზოლირებაში, რომელიც არის ერთგვარი სიმსივნე ევროპული კონტინენტისა და განსაკუთრებით სახიფათოა მეზობელი ქვეყნებისთვის…
საქართველო ვერ დარჩება ორ ცეცხლს შუა ასეთ ომში და აუცილებელია, აირჩიოს მხარე და ჭეშმარიტების მომენტი დგება ყველასთვის, ეს არის ჩემი შეფასება.”
განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.