”შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის ადგილს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს” – განაცხადა ამის შესახებ, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა. მისი თქმით, პირმა, რომელიც კათოლიკოსია, დაარღვია უქორწინებლობის აღთქმა, ჰყავს შვილი და ზოგიერთი წყაროს თანახმად, შვილებიც.
“ოფიციალურ განცხადებაში, კრტიჩ ნერსისიანმა (გარეგინ II) ჰოვჰანავანკში ჩვენი ლოცვა შეურაცხყოფად მიიჩნია. შეურაცხყოფა იმაში მდგომარეობს, რომ ნერსისიანმა სომხეთის სულიერი ცხოვრება ჩიხში შეიყვანა და კათოლიკოსის საქმიანობა ექსპორტად, იმპორტად, ფულის განაწილებად, ყიდვა-გაყიდვად აქცია. შეურაცხყოფა იმაში მდგომარეობს, რომ კათალიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს”. – თქვა ფაშინიანმა.
 
                
 
		













