არის რაღაც, რასაც მსოფლიოში ვერავინ დააიგნორებს: რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო… უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯა… მსოფლიომ უნდა ნახოს.

ეს არის ვიდეო, რომელიც აჩვენებს რუსეთს ისეთს, როგორიც ნამდვილად არის. როგორი ქმნილებები არიან ისინი. მათთვის არ არსებობენ ადამიანები. ვაჟი, ძმა, ქმარი.. ვიღაცის შვილი…

ეს არის ვიდეო, სადაც რუსეთი ცდილობს, ახალ ნორმად აქციოს ცხოვრების განადგურების ასეთი ჩვევა.

ეს არ არის უბედური შემთხვევა. ეს არ არის ეპიზოდი. ადრეც ასე იყო. ასე მოხდა ბუჩაში. ათასჯერ.

ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება. ყველა ლიდერმა. ნუ ელოდებით, რომ ამ ყველაფერს დავივიწყებთ.

არაფრის დავიწყებას არ ვაპირებთ. არც ჩვენ ვაპირებთ მკვლელების პატიებას.

ტერორის დამარცხება აუცილებელია.

ვერავინ გაიგებს, თუ ლიდერები რეაგირებას არ მოახდენენ. საჭიროა მოქმედება ახლა!

და ჩვენ უკრაინაში მაქსიმალურად უნდა ვფოკუსირდეთ ფრონტზე. დაგვეხმარეთ, რამდენადაც შეგიძლიათ – გავდევნოთ ოკუპანტი ჩვენი მიწიდან!

მთავარი მიზანი გამარჯვებაა. ოკუპანტის დამარცხება, მკვლელების დასჯა.

მარადიული ხსოვნა ყველა ადამიანს, ვისაც სიცოცხლე რუსულმა ტერორმა წაართვა!

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვესთვის თავის მოკვეთის ფაქტს ეხმაურება.

11 აპრილის საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცს დანით ჭრიან თავს. ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯარისკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ერთ-ერთმა ოკუპანტმა ამის გაკეთება დაიწყო.