შეუძლებელია “ოცნებას” ეს გაუვიდეს – გახარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

შეუძლებელია “ქართულ ოცნებას” ეს გაუვიდეს –  ასე ეხმაურება, Twitter-ზე  ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას.

“მთავრობამ დაჩქარებული წესით გააუქმა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რითაც საშიში გზავნილი მისცა დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და მოქალაქეები დაუცველად დატოვა სახელმწიფო ძალადობის წინაშე. შეუძლებელია, რომ ქართულ ოცნებას ეს გაუვიდეს. მადლობა ლონდა თოლორაიას და მის გუნდს”, – წერს გიორგი გახარია ტვიტერზე.