უკრაინის პერეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობოს, რომ უკრაინა დღეს უკვე საერთაშორისო პოლიტიკის სრულუფლებიანი სუბიექტია და მას არასასურველ გადაწყვეტილებას თავზე ვერავინ მოახვევს:
“რუსული არმიის ფართომაშტაბიანი შემოჭრის შემდეგ შემდეგ დასავლეთის რიტორიკა ძალიან იცვლებოდა.
ამ ცვლილებების ძირითადი მიზეზია მოვლენები ფრონტზე და უკრაინის სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიცია.
უკრაინა ევროპული და მსოფლიო პოლიტიკის სრულუფლებიანი სუბიექტი გახდა.
ჩვენ გვიყურებდნენ როგორც პრობლემას, რომელიც უნდა მოგვარდეს, ახლა ჩვენ თვითონ ვაგვარებთ ჩვენი პრობლემების ძირითად ნაწილს, და ჩვენს ნებას ვახვევთ სხვებს თავზე.
ჩვენ გვეხმარებიან, ჩვენ გვთავაზობენ, ჩვენ გვისმენენ, ჩვენი განადგურება უნდათ (რუსეთის ფედერაციას), მაგრამ არ გამოდის.
ეს არის მეორე მნიშვნელოვანი და შეუქცევად მოვლენა, რომელიც ომის წყალობით მოხდა. პირველი ის არის, რომ ჩვენ მსხვერპლის როლში აღარ ვგრძნობთ თავს.
დასავლეთის პოლიტიკა საბოლოო არ არის და ცვალებადია. შეიცვლება ფრონტზე ჩვენი წარმატებებიდან გამომდინარე. ეს უნდა ვიცოდეთ.
შეუძლებელია ჩვენ ვინმემ თავზე მოგვახვიოს ჩვენი ინტერესების ღალატი და ტერიტორიებზე უარის თქმა.
ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს.“–ამბობს არესტოვიჩი.