“ჩვენი ვალდებულებაა ადამიანური, მეგობრული, პოლიტიკური, ვიყოთ სხვადასხვა ადგილებში ძალიან ხშირად, ვაკეთოთ ყველაფერი, რაც შეამცირებს ვადას მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნის.

[…] მთავარი ჭაობი, რაც ბიძინა ივანიშვილის მეცადინეობით არის უხვად ჩვენს ქვეყანაში, არის სამარცხვინო და უთავმოყვარეო საგარეო პოლიტიკა, კრიმინალი, რომელიც იზრდება და იზრდება და უიმედობა. ამ დროს ადამიანი, რომელსაც შეუძლია არა უბრალოდ ქართულ პოლიტიკაში თქვას ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, არამედ რეგიონალურ პოლიტიკაში თქვას გადამწყვეტი სიტყვა…. ისტორიული უსამართლობაა ამ ქვეყანაში ჩემთვის და უმრავლესობისთვის. მიუხედავად იმისა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან თუ არა, უმრავლესობა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს ტყვეობაში – ეს ძალიან კარგად ვიცი, საზოგადოების მაჯის ცემაზე ხელი მიდევს”

ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე.