შეშლია ბატონ ბორელს. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მის ტექსტში რაღაც უზუსტობაა. ეს არჩევნები სამართლიანად არცერთ ორგანიზაციას, მათ შორის არც ეუთო-ს არ უღიარებია, – ასე აფასებს პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადებას.
„არჩევნები აღიარეს კონკურენტულად, მაგრამ სიტყვა „სამართლიანი“ ?! ძალიან მაინტერესებს, ბორელის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს ვინმემ რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ჩაუდოს, მაშინ თუ ილაპარაკებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე. დავანებოთ თავის, სირცხვილია უკვე ამაზე ლაპარაკი. ვეთანხმები ბატონ ბორელს იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად არ არის ეს მისი გადასაწყვეტი, რადგან არც ერთი თავმოყვარე ევროპელი დიპლომატი არ იტყვის პირდაპირ, სხვა ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, მაგრამ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური კრიზისის დროს, როცა ერთმანეთს ვეღარ ელაპარაკება ხელისუფლება და ოპოზიცია და ამისთვის მედიატორი გჭირდება, რა თქმა უნდა, ჩატარდებოდა ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები“,-განაცხადა ბურჯანაძემ.