“შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩვენც და მოვუწოდებთ სააკაშვილს, რომ მიიღოს საკვები, ექიმი რომ მივა მასთან, ექიმს, როგორც პაციენტმა დაუჯეროს და პოლიტიკური სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დამთავრდეს. ციხეში ყოფნა ყველასთვის დამრთგუნველია, მით უმეტეს, როდესაც ჩამოგაგზავნეს ქვეყანაში იმიტომ, რომ რევოლუცია მოგეხდინა და ძალაუფლება ხელში აგეღო და აღმოჩნდი ციხეში. დათრგუნულია რა თქმა უნდა, მაგრამ პასუხი უნდა აგოს თავის ძველ თუ მიმდინარე ქმედებებზე”

განაცხადა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.