სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით მიყურადების გამო – ელჩები ზალკალიანს შეხვდნენ

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი ვიცეპრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

მათი თქმით, შეშფოთება გამოთქვეს ფარული მოსმენების გამო.

“შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში” – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც კარლ ჰარცელი ავრცელებს.