შეშფოთებით აღვნიშნავთ “ოცნების” მხრიდან EU-ს მიმართ განგრძობით აგრესიულ რიტორიკას. ელჩზე თავდასხმები მიუღებელია – გერმანიის საგარეო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ”ოცნების” პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ფორმულას კითხვას პასუხობს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროპულ პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელების შეწყვეტისკენ.

“გერმანიის ელჩი საქართველოში ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. ნებისმიერი ჩარევა დიპლომატიურ საქმიანობაში დაუშვებელია. შეშფოთებით აღვნიშნავთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ განგრძობით აგრესიულ რიტორიკას. გერმანიის ელჩზე თავდასხმები მიუღებელია.

გერმანია და ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ევროპულ პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.