“შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობა და ეს ერთი-ერთში წერია, ნათარგმნი იქნება ჩვენ ამასაც უზრუნველვყოფთ, ერთ-ერთში იქნება ნათარგმნი და მერე აღარ იტყვიან, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, თუ მაინც იტყვიან, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ ამერიკაში ყოფილა ეს რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან.
მე ვარ შეშფოთებული ამდენი უსაფუძვლო შეშფოთებების გამო. იმიტომ რომ არ შეიძლება არ გქონდეს წაკითხული კანონპროექტი და ისე საუბრობდე, რომ ეს დაარღვევს ადამიანის უფლებებს. როცა წაიკითხავ კანონპროექტს, იქ საერთოდ სიტყვა არ წერია შეზღუდვაზე”,
აცხადებს “ხალხის ძალის” წევრი, უმრავლესობის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი.