“შეშფოთებული ვარ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის დაჩქარებული პროცესის და ყველა თანამშრომლის გათავისუფლების გამო. ვითხოვ პარლამენტისგან ინკლუზიურ და გააზრებულ მიდგომას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა გაძლიერდეს და მიეცეს შესაძლებლობა, შეასრულოს თავისი როლი, როგორც ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა საქართველოს დემოკრატიისთვის”
წერს ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენი ტვიტერზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტზე.