“გუშინ საზოგადოება გაეცნო, გამოქვეყნდა მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის უფლებების დაცვის და ჟურნალისტების დაცვის ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამ მიმართვაში უპრეცედენტოდ მკაფიოდ და მკაცრად არის საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. ეს ხდება ერთი წლის შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს პერსპექტივას, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს ხდება შუალედური შეფასების წინ, რომელიც იქნება მაისში, რომელიც პირდაპირ გავლენას იქონიებს ახლა, ერთი წლის თავზე ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე. ევროპულ პერსპექტივასთან კავშირი წერია ამ წერილშიც და უნდა გვესმოდეს, რომ არ გათვალისწინება იქნება კიდევ ერთი დიდი დარტყმა ჩვენი ევროპული მომავლისთვის.
დღეს პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი დილემა და კიდევ ერთი არჩევანი – ისევ წავიდეს ოცნების მიმართულებით და დაუპირისპირდეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას თუ მიიღოს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია. ეს არჩევანი, პასუხისმგებლობა მასზეა, მე არ ვაპირებ თხოვნებს და მიმართვებს მასზე, მან ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ მინდა მივმართო ყველა ორგანიზაციას, პარტიას, ყველა ადამიანს, ვინც დღეს ზრუნავს ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენს ევროპულ მომავალზე. დღეს არის ისევ კონსოლიდაციის და მოქმედების დრო, იმიტომ რომ თუ დაველოდებით, როგორ ოცნების სხვა ნაწილების შემდეგ, ახლა პრეზიდენტი დაკავდება ჩვენი ევროპული მომავლის გათელვით, ჩვენ დავკარგავთ ისტორიულ შანსს. ჩვენი კონსულტაციები გრძელდება ყველა ორგანიზაციასთან, მთავარი მოქმედი პირი, ინიციატორი არის ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა, რომელიც არის ძალიან აქტიური ამ საკითხში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ყველანაირ მოქმედებაზე იმისთვის, რომ არ დავაგვიანოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაცვის საკითხში და გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებებზე, იქნება ეს აქციები, პროტესტი, თუ სხვადასხვა ფორმა, რომელმაც უნდა გამოიღოს შედეგად ნიკა გვარამიას შეწყალება“,