შეწყდეს მოლაპარაკება, შეიქმნას სახალხო პარლამენტი – ნათელაშვილის ინიციატივა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას 3–პუნქტიან ინიციატივას აცნობს. მისი თქმით, ხელისუფლებასთან ყველა მოლაპარაკება უნდა შეჩერდეს და ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი.

“შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან სანამ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ დაგმობს პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში. მეორე — სანქციებს დაექვემდებაროს არამარტო ბიძინა ივანიშვილი, რეჟიმის მეთაური, არამედ მისი ყველა ე.წ. პარლამენტის წევრი 21 მილიონერის ჩათვლით. სანქციები როგორც ფინანსური, ასევე დიპლომატიური. მესამე, უმთავრესი — პოლიტიკური პარტიებისგან, პარლამენტში არშესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინირებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში”, — განაცხადა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამს პარტია მოქალაქეებს, პატრიოტთა ალიანსს და გირჩს, გარდა ზურაბ ჯაფარიძისა. მან მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს დღეს მიმართა.