უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა, ლეგიონმა ”რუსეთის თავისუფლებამ” და ”ციმბირულმა ბატალიონმა” კიდევ ერთი საერთო განცხადება გაავრცელეს:
- “რუსეთის რეგიონების გათავისუფლება პუტინის ტერორისტული რეჟიმისგან ამ წუთებში გრძელდება. ახლა პუტინის ჯარებზე ბელგოროდისა და კურსკში მასობრივი დარტყმები მიგვაქვს. მოვუწოდებთ ამ ოლქების უფლებამოსილ პირებს, პირველ რიგში კურსკის ოლქის გუბერნატორ რომან სტაროვოიტსა და ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვს დაუყოვნებლივ გამოაცხადონ ევაკუაცია ზემოხსენებული რეგიონების მთელი ტერიტორიიდან და შეუფერხებლად გაიყვანონ მოქალაქეები. მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს ომისგან და საბრძოლო მოქმედებების დროს ნებისმიერი მსხვერპლი სტაროვოიტისა და გლადკოვის სინდისზე იქნება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გუბერნატორებმა შეწყვიტონ პუტინის ხუნტას კრიმინალური ბრძანებების შესრულება და არ შეეწინააღმდეგონ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან იმ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას, რომლებმაც თავად უკვე გადაწყვიტეს თავიანთი სახლების დატოვება და ოჯახების სიცოცხლის გადარჩენა. კურსკისა და ბელგოროდის ოლქების გათავისუფლების ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ. გამარჯვება ჩვენი იქნება”.-ნათქვამია განცხადებაში.
რუსული ლეგიონის მეთაური, მაქსიმილიან ანდრონნიკოვიმ (მეტსახელად ცეზარმა) რუს ფედერალებს მიმართა:
- “რუსო ჯარისკაცებო და ოფიცრებო, რუსეთის არმიას ახლა მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს – სიკვდილი. ახლა თქვენ არჩევანი გაქვთ, ან დაიღუპოთ ხორციან შტურმებში, ან მოხვიდეთ ჩვენთან უარაღოდ ხელებაწეული, თქვენ ჩვენი თანამოქალაქეები ხართ, ჩვენ არ ვებრძვით მათ ვინც პუტინის წინააღმდეგაა, თქვენ შეგიძლიათ დაგვნებდეთ და გადაირჩინოთ სიცოცეხლე, ხოლო თუ შეგრჩათ ოფიცრის ღირსება, დადგეთ ჩვენს გვერდით და ერთად ვიბრძოლოთ ნათელი მომავლისთვის.”
ცნობისთვის, გუშინ, 13 მარტს, „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირულმა ბატალიონმა“ ერთობლივი განცხადება გააავრცელეს და ბელგოროდსა და კურსკში სამხედრო პოზიციებზე დარტყმები დაანონსეს, ხოლო ამ ქალაქების მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.