„ჩვენ გვითხრეს, რაც უფრო მეტი პარტია იქნება შეყრილი პარლამენტში, მით უფრო კარგად წარიმართება ქვეყანა, შეხედეთ, ხალხო, რა ხდება! პარლამენტი ქარვასლადაა გადაქცეული! გაუთავებელი იწილო-ბიწილო, ამ სხვადასხვა პარტიების გაუთავებელი ქიშპობა, ცილობა ერთმანეთში. ამ რაღაც კალეიდოსკოპს თვეებია ვუსმენთ და გვექმნება მკაფიო განცდა, რომ ამ ხალხს ჰგონია, რომ ხელისუფლება ცალკეა და ხალხი ცალკეა, ამაში ძალიან ცდებიან! მაპატიეთ და ეს პარტიული აჯაფსანდალი, როცა შემოჰქონდათ, მაშინ ვთქვით, რომ ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს. ამას ჩვენ და ჩვენი თანამოაზრეები ვამბობდით, არა ერთი და ორი წელია“

 

ამბობს პოლიტიკური მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე მოსახლეობასთან შეხვედრისას.