შეხვედრა პრემიერთან, სადილი პრეზიდენტთან – შარლ მიშელის განრიგი

დღეს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვევა. მისი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 15:00 საათზე დაეშვება.

ის პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მოგვიანებით, შეხვედრა გაიმართება საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშითანაც, თუმცა დრო, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის.

მიშელი პარლამენტში ერთად შეხვდება პარლამენტის თავმჯომარეს, არჩილ თალაკვაძესა და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

საღამოს, 21:00 საათზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი სადილზე უმასპინძლებს.

შარლ მიშელი საქართველოს ხვალ დილით დატოვებს.