გურიის მაჟირიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ჩავიდა. მისი თქმით, ქრისტიანული და მუსლიმური მხარეებიდან 10–10 კაცს შორის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც თავადაც დაესწრება.
“ჩვენ ორივე მხარეს შევათანხმეთ, რა უნდოდათ, ვკითხეთ. ამ შეხვედრის მთავარი აზრი არის, რომ არ დარჩეს სოფელში რაღაც გაურკვეველი, რომ ჩვენ რომ დავიშლებით, რომ შერიგდებიან “სპორი” არ გაგრძელდეს. 10 კაცი იქნება ერთი მხრიდან, 10 მეორე მხრიდან, დაესწრება მერი, დავესწრები მე და მუფთი”,– ამბობს ჩიგოგიძე ტვ პირველთან საუბრისას.
მისი თქმით, გაუგებრობა 2–3 ადამიანში მოხდა, შემდეგ კი ერთმანეთში გაერკვნენ.
“ისინიც ილოცებენ, ქრისტიანებიც ილოცებენ და იცხოვრებენ ბედნიერად, ამის გარანტიას ვიძლევი”,– ამბობს მაჟორიტარი დეპუტატი.
მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი 12 იანვარს დაიწყო. ურთიერთშელაპარაკების დროს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. დააკავეს 1 ადამიანი.
მუსლიმები სალოცავი სივრცის მოწყობას ითხოვენ, რაზეც ქრისტიანმა მართლმადიდებლებმა პროტესტი გამოთქვეს.