შე ბრიყვო, ვის აშანტაჟებ? დაახვიე და უკან შეიტენე – უგულავა კობახიძეს

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ივანიშვილმა ვერცერთი ოპიზიციონერი ვერ იყიდა, რადგან ამ ქვეყანას ბევრი ღირსეული ადამიანი ჰყავს.

“ამიტომ ჩვენი პასუხი კობახიძის მიმართ, ანუ ივანიშვილის მიმართ არის, დაახვიე და უკან შეიტენე. ეს არის პასუხი იმ საზიზღრობაზე, რაც ჩვენ ვიხილეთ. იმიტომ რომ ჩვენ ვიხილეთ შანტაჟი. ფული აშანტაჟებ? ვის აშანტაჟებ? შე მართლა უინტელექტო, გაუთლელო ბრიყვო მართლა. ვის აშანტაჟებ, ვის ელაპარაკები?”,– ამბობს უგულავა ირაკლი კობახიძეზე.

ცნობისთვის, ქართული ოცნების სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.

მისივე თქმით, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.