“შე დედამო******, რატო მირეკავ?!” – წულუკიანის ქმარი ჟურნალისტს [ჩანაწერი]

“რა გინდა, შე დედამო***ულო, რა გინდა, რატომ მირეკავ?!” – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარმა, ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს აგინა.

TV პირველის ჟურნალისტი ნუგზარ წიკლაურს კითხვას უსვამდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ქეთა გაბიანს წულუკიანზე დაწერილი Facebook-პოსტის გამო 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას წულუკიანი სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.