“შვებულებიდან გამოიყვანეს, რომ შექმნას ქართული ოცნება 2”- ასე ეხმაურება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც განაცხადა რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.
“პარასკევს თუ ხუთშაბათს საღამოს ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში ძლიერი, ალტერნატიული, პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს და შვებულებიდან ორშაბათს გამოიყვანეს გახარია იმისთვის, რომ შეასრულოს ეს თითქოს მისია, რომ შექმნას ქართული ოცნება 2. რა შემიძლია ვთქვა, მადლობა ქართულ ოცნებას ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.