კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 18:27

შვედეთის საელჩოსთან, “ფორმულას” გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორს თავს დაესხნენ

შვედეთის საელჩოსთან უცხო პირი გიორგი კლდიაშვილს და ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა, თავდასხმის ამსახველ ვიდეოს ფორმულა ავრცელებს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.

უცნობმა პირმა კლდიაშვილს და ფორმულას მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თავდამსხმელი მანქანით იმყოფებოდა და მას ხელში მინის ბოთლი ეჭირა.