შვედეთი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას წყვეტს

შვედეთი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას წყვეტს. შესაბამისი განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენჟამინ დუსამ გააკეთა.დოუსას თქმით, თანამშრომლობა შესაძლოა მომავალშიც განახლდეს, თუ საქართველო კვლავ მიუახლოვდება ევროკავშირს.

“საქართველოში მოვლენების განვითარებამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან საგანგაშო იყო. დარღვევები, რომლის შესახებაც განაცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნებზე, ცხადყოფს ამას”, -განაცხადა მან.